ინტერიერის უნივერსალური წყალ-დისპერსიული საღებავი

საღებავები

ინტერიერის უნივერსალური წყალ-დისპერსიული საღებავი

შეფუთვა:
5 კილოგრამი 
20 კილოგრამი

სილიკონით გაძლიერებული წყალ-დისპერსიული
ინტერიერის უნივერსალური მდგრადი საღებავი. პროდუქტი გამოირჩევა
დაბალი წყალგამტარიანობით და მაღალი ელასტიურობით. პროდუქტს
ახასიათებს ზედაპირის ძალიან კარგი დაფარვა და
ფერის ხანგრძლივი შენარჩუნება. ეკოლოგიურად სუფთა და მარტივი
გამოსაყენებელი. ზედაპირი : თაბაშირის, ცემენტისა და კირის
ბათქაშები, ასევე ფითხები. ბეტონი, და მოსაპირკეთებელი აგური, ძველი
გახუნებული დისპერსიული საღებავები და აგრეთვე შესაღბად ვარგისი
შპალერი. დასაფარი ზედაპირი უნდა იყოს მყარი, სუფთა, მშრალი, ჰქონდეს
საღებავის მიღების უნარი და არ შეიცავდეს ადგეზიისადმი ხელის
შემშლელ ნივთიერებებს. არა მდგრადი
(მტვრიანი) და მაღალი შეწოვის უნარის მქონე ზედაპირები საჭიროა წინასწარ
1-2 დაიგრუნტოს ECOMIX-ს საგრუნტავი მასალებით. ახალი მობათქაშებული
ზედაპირები დაამუშავეთ მხოლოდ კარგად გაშრობის შემდეგ.
გამოყენება: გამოყენებამდე კარგად მოურიეთ.
დაიტანეთ ორი ფენა. პირველი ფენისათვის დასაშვებია საღებავის 10%
წყლით გაზავება, ხოლო მეორე ფენა დაიტანეთ გაუზავებლად. ზედაპირზე
დაიტანება ფუნჯით, გორგოლაჭით ან სპეციალური აპარატით. არ
გამოიყენოთ საღებავი თუ ზედაპირის ან/და ჰაერის ტემპერატურა ნაკლებია
+5°C. შრობა: +20°C ტემპერატურის შემთხვევაში
დამუშავებული ზედაპირი შრება 4-6 საათის განმავლობაში; მხოლოდ 8
საათის შემდეგ შეიძლება საღებავის შემდეგი ფენის დატანა. +20°C ნაკლები
ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის შემთხევვაში შრობის დრო მატულობს.
ხარჯი: ერთ ფენაში, გლუვ ნორმალური შეწოვის უნარის მქონე ზედაპირზე
დაახლოვებით 190 გრ/მ². ხაოიანი ზედაპირის შემთხვევაში ხარჯი
იზრდება.უსაფრთხოების ზომები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ
ადგილას. სამუშაოების წარმოების დროს აუციებელია ვენტილაცია.
პროდუქტთან მუშაობის დროს დაუშვებელია საკვების ან
სასმელის მიღება. კანის ზედაპირზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში
გულდასმით ჩამოიბანეთ წყლით. დაუშვებელია პროდუქტის
კანალიზაციასა, ნიადაგსა და წყალსაცავში მოხვედრა. სამუშაოს
დასრულებისთანავე გარეცხეთ ხელსაწყოები წყლითა და საპნით.
ნარჩენების უტილიზაცია: შეფუთვა და მასალის ნარჩენები
გაშრობის შემდეგ შეიძლება
უტილიზირებულ იქნას, როგორც საყოფაცხოვრებო ნაგავი.
შენახვა: შეინახეთ კარგად თავდახურულ
მდგომარეობაში, გრილ , მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას, მაგრამ
ყინვისაგან დაცულ ადგილას არანაკლებ +5°C- დან +35°C -მდე
ტემპერატურაში. გარანტირებული შენახვის ვადა:
გამოშვებიდან 24 თვე გაუხსნელ მდგომარეობაში.

კონტაქტი
ჩვენი პროდუქციის შეძენის წერტილები

შეძენის წერტილები